საინტერესო ფაქტორები, რომლებსაც გავლენა აქვთ დინამიკის ჟღერადობაზე 
სპაიდერი, ობობა, მაცენტრებელი თუ ქანქარა, დღესდღეობით ინგლისურ ენაში ტერმინი სპაიდერი მკვიდრობს და უმეტესად კალკირებულია სხვა ენებშიც. სპაიდერის ძველ დიზაინში რგოლების მაგივრად შეამერთებლები ისე ქონდა განთავსებული, ზედხედით იგი მართლაც ობობას მოგაგონებდათ, სწორედ აქედან წამოვიდა მისი ასეთი სახელწოდებაც.
ქვემოთ ვიდეოში დეტალურად არის ნაჩვენები უშუალოდ რომელ კომპონენტზეა საუბარი. ამ კომპონენტზე ბევრი რამ არის დამოკიდებული:
1. აცენტრებს ხმის ხვიას მაგნიტურ წრედთან მიმართებაში
2. პასუხსიმგებელია დიაფრაგმის სწორ მუშაობაზე
 თუ სპაიდერი ძალიან რბილია, დაბალ სიხშირეებზე გამოიწვევს ხმის ხვიის მაგნიტური ველიდან ამოხტომას, რაც გამოსცემს არასასიამოვნო - დინამიკის დაზიანების ხმას, ხოლო თუ ზედმეტად ხისტია, მაღალ სიხშირეებზე რჩება უმოძრაოდ და ყლაპავს მათ, მარტივად რომ ვთქვათ - არ გასმენინებთ. მაგალითად, თუ დრამი უკრავს, ჰაი ჰეტის და თეფშების მაღალსიხშირულ ტონალობებს ვერ მოისმენთ ან თუ მოისმენთ ძალიან ბუნდოვნად.
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სპაიდერში გამოყენებულ ნაჭერის ხარისხს, რომელიც განისაზვრება მისი შემდაგენლობით, ქსოვის სტილით და მასით.
კარგად შერჩეული მატერიის შემდეგ გადამწყვეტია მისი დიზაინი: რგოლების რაოდენობა, მათი სიღრმეები და მთლიანობაში სპაიდერის ელასტიურობა.
ატომსის დინამიკებში გამოყენებული სპაიდერები მზადდება ტესტების და ექსპერიმენტის შედეგად შერჩეული უმაღლესი ხარისხის ნომექსის მატერიისგან.
ახალი მოდელებისთვის იტესტება სხვადასხვა მაღალი კატეგორიის ნაქსოვები, მათ შესახებ შემდეგ ვიდეოებში მოგიყვებით 

ვიდეოს სანახავად გთხოვთ დააჭიროთ აქ