ატომებამდე დაშლა, დეტალების დანახვა და ახლის აღმოჩენა მეცნიერების ერთ ერთი მთავარი ამოცანაა, ხელოვნება ერთგვარი მეცნიერული ტრანსოფრმაციაა რომელიც შეგრძნებებით მიდის ადამიანის გულამდე და მრავალ ახლებურ ხედვას აჩენს.
ATOMS მიზანი ამ აღმოჩენების მრავალმხრივი ხორცშესხმაა, რომელიც სავსეა ხელშესახები შეგრძნებებით. სწორედ ამიტომაც გახდა ჩვენი მთავარი ინსპირაცია, რომ დაგვეშალა სამყარო ატომებამდე, მოგვეძებნა იქ საუკეთესო შეგრძნებები და შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც საუკეთესო შთაბეჭდილებებით მივა თვითეული მომხმარებლის გულამდე. ამ ხედვამ მოგვცა ის რომ დავდგეთ ისეთი კომპანიების გვერდით, რომელთა სახელებთან სიტყვა ინოვაცია შესაბამისობაშია. ამიტომაც თითოეული კომპონენტი, რომელიც ჩვენს პროდუქტებშია, დინამიკის შემადგენელი ყველა აკუსტიკური კომპონენტი და ელექტრო ინჟინრული გადაწყვეტილებები იდეიდან საბოლოო პროდუქტამდე შექმნილია ჩვენს მიერ, თითოეულ ამ კომპონენტში მონახულია უნიკალური და ინოვაციური გზა, რაც თავის მხრივ ითვალისწინებს ჩვენი მომხმარებლის სურვილებს და მოლოდინებს.
ქართული სტარტაპი ატომს აუდიო დაარსდა 2020 წელს. ამ ეტაპზე კომპანია აწარმოებს ხმამაღლამოლაპარაკის (დინამიკის) ყველა კომპონენტს : დიაფრაგმა, სპაიდერი, დინამიკის ჩარჩო, ხმის ხვია, რეზინა, T-yoke, ყუთი, ტალღური მიმმართველი, ხმის გამაძლიერებლები,