საინტერესო ფაქტორები, რომლებსაც გავლენა აქვთ დინამიკის ჟღერადობაზე:
დინამიკების ინდუსტრიაში აკუსტიკის ინჟინრებისთვის ცნობილია სამი მთავარი თვისება, რომელიც განსაზღვრავს სხვადასხვა მატერიალების ვარგისიანობას დინამიკის დიაფრაგმაში, ესენია - სიმტკიცე, დაბალი სიმკვრივე და შიდა დემფირება. სიმტკიცე ძირითადად განსაზღვრავს ბგერითი ტალღის გავრცელების სიჩქარეს, ასევე სიხშირეებს, რომელზეც ხდება რეზონანსი.
სწორედ ეს რეზონანსი არის ნიშნული, რის შემდეგაც კარგავს დიაფრაგმა სწორი მუშაობის რეჟიმს და ჟღერადობა იწყებს დამახინჯებას.
„იანგ მოდულუსი“ მეცნიერული ტერმინია და უწოდებენ იმ ფიზიკურ მახსიათებელს, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ წერტილს როდესაც იწყება დიაფრაგმაში რეზნონასული მოვლენები. იანგ მოდულუსზე დაკვირვებით გებულობენ ისეთ მოვლენებს რომელსაც უწოდებენ „დემფირების ხარისხს“ და „დანაკარგის ფაქტორს“.
სწორედ ეს მახასიათებელები განსაზღვრავს მატერიალის ეფექტურობას მინიმუმადე დაიყვანოს რეზონანსი თავად დიაფრაგმაში, რომელიც საბოლოოდ აფუჭებს აკუსტიკურ ჟღერადობას. მაგალითად, თუ მკაფიოდ არ ისმის ვოკალი, სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტები, კონკრეტულ ჟღერადობას ახლავს სხვადასხვა ტიპის გაურკვეველი ბგერები, რაც თავისთავად ართულებს მოსმენას, იწვევს სმენის დაღლილობას და ქმნის დისკომფორტს.
საუკეთესო მატერიალებს გააჩნიათ მაღალი გადაცემის სიჩქარე და მაღალი დემფირების ხარისხი, სწორედ ამიტომაც წამყვანი ბრენდები იყენებენ ისეთ მასალებს, როგორიცაა კევლარი, აბრეშუმი, ენდუმაქსი, მინის ბოჭკო და სხვა.
საქართველოში მოპოვებული ბაზალტის ბოჭკო ნადვილად უნიკალურია სწორედ იმ მახასიათებლების სიმდიდრით, რომელიც მას აყენებს პრემიუმ კლასის მასალებს შორის. ეს მახასიათებლები არამარტო აკუსტიკაშია გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი, არამედ სხვა მსხვილ მიმართულებებშიც, რომელმაც ქართული ბოჭკო გახადა პოპულაური მსოფლიოს მრავალ წამყვან საავიაციო, უასფრთხოების, სამშენებლო, ავტო ინდუსტრიებში.