საინტერესო ფაქტები დინამიკის შექმნის ისტორიიდან:
 ფილიპ რეისი (1861), ბელი (1876), სიმენსი (1877), ედისონი (1877), ჰოს შორი (1898) - ეს ის დიდებული ადამიანები არიან, რომლებიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში აცნობიერებდნენ, რომ ელექტრულ მუხტს აკუსტიკური ენერგიის გადატანა შეუძლია, რომლის ხელახლად აკუსტიკურ ენერგიად ქცევაც მისაღწევია. ამ ავტორებმა მოკლე დროში შეძლეს ერთმანეთისგან განსხვავებული ტექნოლოგიების შემუშავება, თუმცა მათ შორის გამარჯვებული სიმენსის 1877 წელს შექმნილი სისტემა აღმოჩნდა: ელექტრომაგნიტური ძალის გამოყენებით ხმის ხვიის მოძრაობა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მას წინ კიდევ ბევრი განვითარება ელოდა.
 მოგვიანებით, 1898 წელს - ლოჯმა, ხოლო 1915 წელს - იენსენის და ფრიდჰემის ტანდემმა მოახერხა კომერციად ექცია მათი რუპორის ტიპის დინამიკები, მათ ბრენდიც კი შექმნეს სახელწოდებით - Magnavox. მსგავსი ტექნოლოგია დღესაც კი გვხვდება, თუმცა აქვს რთული მხარეები და მაღალი ბიუჯეტი, რის გამოც ხშირად არ გამოიყენება.
 დღევანდელი დინამიკების ინდუსტრიის სწრაფი ტემპით განვითარება, უამრავი ბრენდის არსებობა და არჩევანის დიდი შესაძლებლობა, ჩესტერ რაისის (General Electric) და ედუარდ კელოგის (AT&T) ერთობლივი ნამუშევრის დამსახურებაა (1924). მათ პირველებმა შეძლეს მუდმივი მაგნიტის გამოყენებით მოძრავი ხმის ხვიის მექანიკური პარამეტრების გაუმჯობესება, რის გამოც შესაძლებელი გახდა ფართო დიაპაზონის გადმოცემა, 20 ჰერციდან 20 კილოჰერცის დიაპაზონში - ეს ის სიხშირული დიაპაზონია რომელიც ჩვენს ყურს ესმის. ამ მეთოდის საშუალებით შესაძლებელი გახდა დინამიკების ფართო წარმოება, რის შედეგადაც მასების მიეცათ შესაძლებლობა მოესმინათ რადიოსთვის სადაც გადმოიცემოდა სიახლეები, ნოველის მსგავსი რადიო ისტორიები, ინფორმაცია სპორტზე და ა.შ. სწორედ ამიტომ, დინამიკებს, რომლებშიც მოძრავი ხვია და მუდმივი მაგნიტი გამოიყენება, სამართლიანად ეწოდება კელოგ & რაისის დინამიკი.
 ამის შემდეგ იწყება ნამდვილი აფეთქება, უამრავი ბრენდის შექმნა, როგორც მცირე ზომის, ასევე პროფესიონალური, დიდი ზომის დინამიკების განვითარება. მაგალითად, Metro-Goldwyn-Mayer-მა პირველმა შექმნა თეატრისთვის საჭირო 15 ინჩიანი დინამიკები, რომელიც დღეს უკვე ხშირად გვხდება. პარალელურად, მუსიკის სხვადასხვა ჟანრების განვითარებამ კიდევ უფრო დააჩქარა და გაამრავალფეროვნა სფეროს განვითარება, ასე რომ, დღეს საყვარელი მუსიკის ან პოდკასტის მაღალ ხარიახში მოსმენის უამრავი შესაძლებლობაა.
 მიუხედავად იმისა, რომ სფეროს განვითარება საუკუნე ნახევარზე მეტი ხნისაა, კითხვაზე, დაესახელებინა საუკეთესო ფილმი, უოლტ დისნეიმ უპასუხა, რომ საუკეთესო ფილმი ჯერ არ გადაუღიათ, რითიც მინიშნება გააკეთა, რომ წინ კიდევ ბევრი განვითარება ელოდა კინო ინდუსტრიას. აუდიო ინდუსტრიაშიც სწორედ ასეა, მიუხედავად უამრავი ბრენდის არსებობისა, წინ კიდევ ბევრი განვითარება გველოდება, უამრავი სხვადასხვაგვარი შესაძლებობაა გარდაქვმნათ ელექტრონული მუხტი აკუსტიკურ ენერგიად და გავაუმჯობესოთ ჩვენი ძვირფასი კელოგ & რაისის დაწყებული საქმე
 სწორედ ამიტომაც, ყოველდღიურად უამრავი ინოვაციური იდეა ხორციელდება, ხშირად ძალიან უტოპიურიც. მაგალითად, იმის გამო, რომ 20 ჰერციანი ბგერა ჰაერში დაახლოებით 17 მეტრიან ტალღას წარმოქნის, მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთი ბგერის იდეალური გადმოცემა მხოლოდ 17 მეტრიანი ზედაპირის მქონე დინამიკით არის შესაძლებელი. იყო მცდელობები გიგანტური დინამიკების შექმნის და ინტერნეტშიც უამრავია ამის დამადასტურებელი ფოტო მასალა 
პ.ს. მგონი არ იქნებოდა ცუდი იდეა ასეთი ზომის დინამიკი შეგვექმნა, რას იტყვით?