ATOMS AUDIO დაარსდა 2020 წელს როგორც სტარტაპ კომპანია და მუშაობა დაიწყო აუდიო სისტემების და დინამიკების წარმოების მიმართულებით. ჩვენი მთავარი და თავდაპირველი მიზანი იყო, ბაზრისთვის შეგვეთავაზებინა სფეროსთვის ინოვაციური და განსხვავებული პროდუქტები, რადგანაც ამ მიმართულებაში ATOMS პირველი ქართული სტარტაპია კარგად გვესმოდა, რომ ბაზარზე თავის დამკვიდრება მხოლოდ ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქტებით იყო შესაძლებელი. კომპანია ამ ეტაპზე აწარმოებს დინამიკისთვის საჭირო ყველა კომპონენტს, ნედლეულის ნაწილში მაქსიმალურად გამოყენებულია ქართული ნედლეული, თეორიული მოდელიდან დაწყებული საბოლოო პროდუქტამდე, ნებისმიერი სამეცნიერო სამუშაო მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გუნიდს მიერ ტარდება, ჩვენ ასევე ვამზადებთ ყალიბებს და პრესფორმებს ჩვენსავე მექანიკურ საამქროში, რაც გვაძლევს საშუალებას, ნებისმიერი იდეა ვაქციოთ საბოლოო პროდუქტად.

Image
პირველი ბაზალტის ბოჭკოვანი დინამიკები ფონურ მუსიკაში & გამოცხადებაში და საევაკუაციო სისტემებში
ATOMS Audio ს მიერ შექმნილმა DBS ტექნოლოგიამ, ბაზალტის ბოჭკოს კიდევ ერთ ინდუსტრიაში აკუსტიკის და აუდიო მიმართულებაში მისცა დასაბამი, მსოფლიოში პირველად ორმაგი ბაზალტის სენდვიჩი შექმნა დინამიკებისთვის. ეს ინოვაცია გვაძლევს რბილ, დეტალიზაციით სავსე ხმას და გამოირჩევა თბილი ტონები. ჩვენს მიერ შექმნილი დინამიკების სერია, მომხმარებელს აძლევს საშუალებას შეიგრძნოს ბუნებრივად გადმოცემული ჟღერადობა, ბაზალტის ბოჭკოში ინახება პირველი ბუნებრივი წარმოშობის სტრუქტურა, მოპოვებიდან დაწყებული საბოლოო დამუშავებამდე, არ საჭიროებს რაიმე სახის ქიმიურ დანამატს, ქართული ბაზალტს სწორედ ბუნებრივი შემადგენლობა გამოარჩევს, როგორი შემადგენლობითაც ბუნებაში მოიპოვება, თქვენამდე ის უბრალოდ სხვა ფორმით მოდის, არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ATOMS Audio ის კვლევითმა ჯგუფმა DBS ტექნოლოგიის შექმნით შეძლო ბაზალტის ბოჭკოს არ დაეკარგა ბუნებრივი თვისებები რათა მას დეტალურად და თბილი ტონებით გაეცოცხლებინა ის მისტიკა რომელიც ათასეული წლების წინ მისი ჩამპყალიბებისას ტრიალებდა. მისი მოსმენისას, თქვენ ნამდვილად უსმენთ მუსიკას ბუნებრივი აკუსტიკით.

MAGMA W105

ორ ზოლიანი კედელზე სამაგრით ხმამაღლამოლაპარაკე, ბას-რეფლექსური გამომავალით სრულ რეინჯში სამუშაოდ ისეთი გარემოსთვის სადაც ფონური გახმოვანება ან გამოცხადება არის საჭირო.

ვრცლად

MAGMA W205

ორ ზოლიანი კედელზე სამაგრით ხმამაღლამოლაპარაკე, ბას-რეფლექსური გამომავალით სრულ რეინჯში სამუშაოდ ისეთი გარემოსთვის სადაც ფონური გახმოვანება ან გამოცხადება არის საჭირო

ვრცლად

Neutron C 205

Atoms DBS C 205 არის ჭერში ჩასამონტაჟებელი დინამიკი რომელიც გამოირჩევა დეტალებით სავსე, დაბალანსებული ხმის რეპროდუქცვიითა და დახვეწილი დიზაინით.

მაღალი ტემპერატურა გამძლე ნომექსის მაცენტრებლითა და კომბინირებული ორმაგი ბაზალტის სენდვიჩის კონუსით,

 

ვრცლად

Neutron C105

Atoms DBS C105 სერია  6,5 ინჩიანი,  ჭერში ჩასამონტაჟებელი დინამიკი რომელიც არის ბაზალტის ორმაგი სენდვიჩის ტიპის დიაფრაგმითა და ნომექსის მაცენტრებელი მოძრავი სისტემით. საფარი ლითონის, თერმული ღებვა

ვრცლად

Neutron C 305

ATOMS DBS C 305 სერია 5 ინჩიანი, ჭერში ჩასამონტაჟებელი დინამიკი რომელიც არის ბაზალტის ორმაგი სენდვიჩის ტიპის დიაფრაგმითა და ნომექსის მაცენტრებელი მოძრავი სისტემით, ვიღებთ მაღალი ხარისხის ხმის ჟღერადობას ფონური მუსიკისთვის.

ვრცლად